Box Office 020 7401 9919

booktickets browseplays

follow us

  • YouTube Channel

As You Like It | Marjanishvili Theatre

მთელი სამყარო თეატრია

'All the world’s a stage.'

ჰერცოგის ქალიშვილს - როზალინდას სასახლის კარზე
გამართულ ორთაბრძოლაში გამარჯვებული ორლანდო
შეუყვარდება. როზალინდას მამა – ჰერცოგი, მისივე ბიძამ
სასახლიდან განდევნა. როზალინდას პოპულარულობით
გაღიზიანებულმა ბიძამ, ძმისშვილსაც უბრძანა სასახლის
დატოვება. არდენის ტყეში, სადაც როზალიდნას მამა სხვა
დიდებულებთან ერთად იმალებოდა, მამის ძებნის დროს
ბიჭის ტანსაცმელში გადაცმული როზალინდა კვლავ ხვდება
ორლანდოს და მას სიყვარულზე რჩევებს აძლევს.


კ. მარჯანიშცილის სახელობის სახელმწიფო თეატრი,
რომელიც 1928 წელს დაარსდა, მსოფლიოს უდიდესი
თეატრალური კულტურის მატარებელი, მსოფლიო
თეატრალური ფესტივალების მრავალგზის მონაწილე ერთ-
ერთი ცნობილი ხელოვნების კერაა. ახალი თეატრალური
წარმოდგენა სახელწოდებით - “როგორც გენებოთ”,
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის -
ლევან წულაძის დადგმულია. ლევან წულაძე თბილისში
თეატრ “სარდაფის” დამაარსებელია და ცნობილია როგორც
ენერგიული, ევროპელი კლასიკოსების პიესების დამდგმელი,
მდიდარი ფანტაზიის მქონე რეჟისორი.

 

თარიღი, დრო და ფასები


პარასკევი 18 მაისი, 14:30
საათზე
შაბათი 19 მაისი, 19:30 საათზე
ბილეთების ფასი £5- £35
გაყიდვაშია 700 £5-იანი ბილეთი